ახალი ამბები
შსს-ის მომსახურების სააგენტოში დასვენების დღეები გამოცხადდა
FaceBook
2022 წლის 1 -ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი,შსს-ის მომსახურების სააგენტოში დასვენების დღეები გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მომსახურების სააგენტო 2021 წლის 31 დეკემბერს იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე.

"ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში, 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.პრაქტიკულ გამოცდაზე გამსვლელ მძღოლობის კანდიდატებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი და პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ 2022 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, განბაჟების მიზნით, მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ 2022 წლის 10 იანვარს",
- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სააგენტო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს 10 იანვრიდან.
Print