ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა.
შვიდსაათიანი სხდომის შემდეგ, დეპუტატებმა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მუხლობრივად უყარეს კენჭი, რაც ოპოზიციის მოთხოვნა იყო. ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 89 876 000 ლარით განისაზღვრა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ბიუჯეტის განხილვის დროს უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

ოპოზიციამ მმართველი გუნდი ციფრებით მანიპულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დაანონსებული 29 მილიონიანი ზრდა სინამდვილეს არ შეესაბამება.

ინცინდენტი მოხდა საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდის საკითხის განხილვისას. ოპოზიციამ მერს სუსის აგენტი უწოდა და მისთვის ხელფასის გაორმაგება გააპროტესტა. ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კარისკენ მიუთითა და უთხრა, რომ მათი ადგილი ქუჩაშია.

ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 89 876 000 ლარია. პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურა - 29 929 000 ლარი;

კულტურა - 8 845 000 ლარი;

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი;

ეკონომიკა - 1 940 000 ლარი;
Print