ახალი ამბები
,,ხმას როგორ იღებ! '' - ,,ოცნების'' დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია და "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაქრო მამასახლისი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებს შორის მწვავე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა შუშანიამ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის განხილვის გადადება მოითხოვა, მიზეზად კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პეტრე ადამაძის კოვიდით ინფიცირება დაასახელა, რომელიც მისი თქმით, შესაძლოა, სხდომათა დარბაზში მყოფი პირებისთვის ინფიცირების წყარო იყოს. პეტრე ადამაძეს კოტონავირუსი დღეს დაუდასტურდა, იგი სხდომაზე არ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარებდა.

ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი ვარიანტი 89 876 000 ლარია. პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურა - 29 929 000 ლარი;

კულტურა - 8 845 000 ლარი;

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი;

ეკონომიკა - 1 940 000 ლარი;
Print