ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებების გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
საახალწლო ღონისძიებების გამო ცენტრალურ მოედანზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
ავტოტრანსპორტი  და პარკინგი იქნება  შემდეგი გრაფიკით: 29 დეკემბრის  10:00  საათიდან 30 დეკემბრის   23:00 საათამდე და  31 დეკემბრის 04:00 საათიდან 1  იანვრის 09:00 საათამდე.

30 და 31 დეკემბერს, დღის მანძილზე  , ქუთაისში, ცენტრალურ  ბულვარსა და დავით აღმაშენებლის  მოედანზე  დაგეგმილია საახალწლო  ღონისძიებები.

ქუთაისში 30 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. აქტივობები  14:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.

ქუთაისში გალა-კონცერტი 31 დეკემბერსაც ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქუთაისელი შემსრულებლები მიიღებენ. ესენია: ჩვენი კვარტეტი, დუეტი ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე, მომღერლები მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე. 31 დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

მერია საახალწლო გალა-კონცერტში, რომელიც კოვიდრეგულაციის დაცვით უნდა ჩატარდეს 30 000 ლარს დახარჯავს. ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.
Print