ახალი ამბები
"თქვენ ხართ სუსის აგენტი" - ოპოზიაცია ქუთაისის მერს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომა,სადაც ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს.

ოპოზიცია ქალაქის მერისთვის ხელფასის გაორმაგრბას აპროტესტებს. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის კახა გაბუნიას თქმით, სირცხვილია ქუთაისის მერი 5400 ლარს იღებდეს,მაშინ, როცა ქალაქში უამრავი სოციალურად დაუცველია.

" მაინტერესებს შეესაბამება თუ არა ერთმანეთს თქვენი ხელფასი და გაკეთებული საქმე. თქვენ ხართ სუსის აგენტი და არ გაქვთ უფლება ჩვენ რამეზე მიგვითითო"
,-განაცხადა კახა გაბუნიამ.

ქუთაისის მერი ოპოზიციონერი დეპუტატია მიერ სუსის აგენტად მოხსენიებამ გააღიზიანა და ოპოზიციას კარისკენ მიუთითა.

"გარეთ მიბრძანდით, ქუჩაშია თქვენი ადგილი'- განაცხადა სოსო ხახალეიშვილმა.

უთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან.

აღმასრულებელმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.

ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი ვარიანტი 89 876 000 ლარია. პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურა - 29 929 000 ლარი;

კულტურა - 8 845 000 ლარი;

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი;

ეკონომიკა - 1 940 000 ლარი;
Print
თეგები: #საკრებულო