ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია სხდომაში "ოცნების" დეპუტატების ონლაინ მონაწილეობას აპროტესტებს
FaceBook
ხმაური და დაპირპირება იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე , სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი უმრავლესობის ორი დეპუტატის მიერ სხდომაში დისტანციურად მონაწილეობა გახდა.

საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ბექა ქებულაძე და მერაბ ჭოხონელიძე კორონავირუსით არიან ინფიცირებული.

დეპუტატების ონლაინ მონაწილეობა გააპროტესტა ოპოზიციამ და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ უმრავლესობას ვერ აგროვებდა.

ოპოზიციის განცხადებას არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია. 

„ეს გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. ინფიცირების გამო  ვერ  წავართმევდით საკრებულოს წევრებს  სხდომაში  მონაწილეობის უფლებას“, - აღნიშნა შენგელიამ.  

საკრებულოს სხდომა გრძელდება. 

ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან.

აღმასრულებელმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.

ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი ვარიანტი 89 876 000 ლარია. პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურა - 29 929 000 ლარი;

კულტურა - 8 845 000 ლარი;

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი;

ეკონომიკა - 1 940 000 ლარი;
Print