ახალი ამბები
ქუთაისში 30 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი გაიმართება.
სცენაზე 14-დან 16 საათამდე სხვადასხვა ანსამბლები და სტუდიები თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ.

ორსაათიან კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: იმერეთის ხმა, არტსტუდიო, სტუდია მერლი, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, სიმღერის აკადემია, ინდოსტუდიო, ბრავო სტუდიო, ანსამბლი "კრიალესო".

Ხოლო 18-დან 20 საათამდე სცენას ანსამბლი შვიდკაცა დაიკავებს, რომელსაც მოგვიანებით გუნდთან ერთად მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი შეცვლის.

30 დეკემბრის საღამო საახალწლო ფოიერვერკით დასრულდება.

როგორც ქალაქის მერია ირწმუნება ღონისძიებები კოპვიდრეგუალციების დაცვით გაიმართება.

ქუთაისის მერიამ საახალწლო კონცერტის გამართვა 20 დეკემბრიდან, ნაძვის ხის საზეიმო ანთებიდან დაიწყო. 

ქუთაისში გალა-კონცერტი 31 დეკემბერსაც ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქუთაისელი შემსრულებლები მიიღებენ. ესენია: ჩვენი კვარტეტი, დუეტი ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე, მომღერლები მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე.

31 დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.
Print