ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება 30 დეკემბერს ქუთაისში (პროგრამა)
FaceBook
ქუთაისში 30 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
აქტივობები  14:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.

15:00-16:10 სთ. - ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები

14:00 – 19:30 სთ. - საახალწლო ბაზრობა  (ადგილობრივი მეწარმეები, გლინტვეინი)

15:00- 18:00 სთ. - მოსიარულე ორკესტრი

15:00-18:00 სთ. - საბავშვო გასართობი სადგურები  (სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები)

18:45 -20:00სთ. -  ნოდარიკო ხუციშვილის მუსიკალური ბენდი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის ქალაქებში სხვადასხვა დღეს კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.

ქუთაისში გალა-კონცერტი 31 დეკემბერსაც ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქუთაისელი შემსრულებლები მიიღებენ. ესენია: ჩვენი კვარტეტი, დუეტი ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე, მომღერლები მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე. 31 დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

მერია საახალწლო გალა-კონცერტში, რომელიც კოვიდრეგულაციის დაცვით უნდა ჩატარდეს 30 000 ლარს დახარჯავს. 

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.





Print