ახალი ამბები
სოციალურად დაუცველების ნაწილი საჯარო სექტორში დასაქმდება
FaceBook
მთავრობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილის საჯარო უწყებებში დასაქმებას გეგმავს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 15 მლნ ევროს აღემატება, რომელიც რამდენიმე წელსა და მიმართულებაზეა განაწილებული.

"ორი ნაწილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად მოხდეს შრომისუნარიანი მოქალაქეების კერძო სექტორში დასაქმება, ეს უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, მაგრამ თუ კერძო სექტორი ვერ შეძლებს მოსახლეობის დიდი რაოდენობის დასაქმებას, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებას. ეს იქნება როგორც მუნიციპალურ დონეზე, ისე სხვადასხვა სამინისტროს მიმართულებით. სამინისტროებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა თუ რა საჭიროებები გვაქვს და სად შეიძლება ადამიანების დასაქმება",-
აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პროექტს რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროები განახორციელებენ.

18 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება დაიწყება და მათ შემწეობის ნაცვლად მიეცემათ ხელფასი.
Print