ახალი ამბები
საახალწლო კვირეული, რომელსაც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გთავაზობთ
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საახალწლო კვირეულის ფარგლებში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.

კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება სპექტაკლი " კონკია". სპექტაკლი მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

6 იანვარს გაიმართება ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს " სამი ზნე" საბალეტო, ვოკალური და სპორტული ცეკვების სკოლები.

ასევე, კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა " თეთრი შობა" ( სამხატვრო სკოლა ლ. მესხიშვილის სახელწიფო თეატრის ფოიე).

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საახალწლო კვირეულს 9 იანვარს გრანდიოზული გალა კონცერტი დაასრულებს, სადაც მონაწილეობა მიიღებს სოფო ტოროშელიძის თინეიჯერთა ვოკალური და ქორეოგრაფიული სტუდია" Teen club", ელენე კალანდაძე და მეგობრები.
Print