ახალი ამბები
პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბერს აირჩევენ
FaceBook
საკანონმდებლო ორგანოში ახალ სპიკერს ხვალ აირჩევენ.
ქვეყნის მომავალი პირველი კანონმდებელი შალვა პაპუაშვილი რიგგარეშე სესიაზე, კოლეგების წინაშე სიტყვით წარდგება, სამოქმედო გეგმას გააცნობს და მათ კითხვებს უპასუხებს.

რეგლამენტის მიხედვით, ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე გავა. თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა.

ცოტა ხნის წინ საკადრო ცვლილებები მთავრობაშიც დაიწყო. 9 დეკემბერს პოსტის დატოვების შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მას ზურაბ აზარაშვილი შეცვლის.



Print