ახალი ამბები
"ველოდები ისევ დაკავებას'' - გოგი წულაია
FaceBook
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე  გოგი წულაია, შესაძლოა ისევ დააკავონ.
ამის შესახებ მან პრესკლუბ "მედიარუმში"  ბრიფინგზე განაცხადა. 

"ახალი საქმე  წამოიწყეს. თურმე ასმათ დვალიშვილს ფეისბუქზე მეგობრობას ვთხოვდი. ამის გამო, შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, თითქოს მოძალადე ვარ. უთქვამს  მეგობრობის თხოვნის გამო ფსიქოლოგიური ტრამვა მივიღეო. ჩემმა შვილებმა  და ოჯახმა არ მიიღო ფსიქოლოგიური ტრმვა თუ ესენი არ არიან ადამიანები?! ეს  არის ხელისუფლების  მორიგი დევნა.  ველოდები, რომ ახალ წლამდე დამაკავებენ, ძალიან ეჩქარებათ თურე ჩემი ციხეში ყოფნა. მივმართავ სახალხო დამცველს დაიცვას ჩემი უფლებები, ასევე, მივმართავ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს , დამიდგნენ გვერდში.  მე ამ საქმეში სრულიად უდანაშაულო ვარ, შესაბამისსად, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და მივაწოდო,  კომპიუტერი,  ტელეფონი და ასე შემდეგ", -
განაცხადა გოგი წულაიამ.  

ახალ საქმეზე გოგი წულაიას  სასამართლო  პროცესი 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

გოგი წულაია თვდაპირველად  17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ იგი 6000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 


ამავე თემაზე:


გოგი წულაია თავისუფალია



Print