ახალი ამბები
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მხარდასაჭერად მერიას მომავალი წლისთვის 80 ათასი ლარი აქვს განსაზღვრული
FaceBook
ქუთაისის მერიას 2022 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ქუთაის-გაენათის  ეპარქიისთვის 80 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

"ქუთაის-გაენათის ეპარქიის მხარდაჭერა" - ასეა განსაზღვრული ქალაქის მომავალი წლის  ბიუჯეტში. თუმცა, კონკრეტულდ რას გულისხმობს აღნიშნული მხარდაჭერა მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამისათვის მერიას წერილობით უნდა მივმართოთ. 

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტიდან თანხას ყოველწლიურად ურიცხავს ქუთაის-გაენათის ეპარქიას. 

2019 წელს - 50 ათასი, 2020 წელს - 40 ათასი, ხოლო 2021 წელს 250 ათასი ლარით დააფინანსეს. 

"ბიუჯეტში ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის გათვალისწინებული თანხა განსაზღვრულია ეპარქიაში შემავალი დაწესებულებების კომუნალური გადასახადებისა და ახალი ეკლესიების მშენებლობისთვის. საპასუხოდ, ეპარქია ხელს შეუწყობს მის დაქვემდებარებაში არსებულ სივრცეებში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას“, - მაშინ ასე განმარტავდნენ მერიაში ეპარქიისთვის ასიათასობით გადარიცხული თანხის მიზნობრიობას.

რას ამბობენ ეპარქიაში და კონკრეტულად რისთვის იხარჯება  ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიღებული თანხა  , ნახეთ  "ქუთაისიპოსტის" მიერ მომზადებული ვრცელი  მასალა.

ამავე თემაზე:


Print