ახალი ამბები
თერჯოლაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
თერჯოლაში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
ბრალდებული ი.მ.- ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დანაშაულები თავისუფლების 3-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.


Print