ახალი ამბები
ტრანზიციაში დაკარგულები
FaceBook
როგორ ვიაზრებთ უახლოეს ისტორიას? რა დარჩა საზოგადოების მახსოვრობაში საბჭოთა წყობილებიდან? რამდენად მტკივნეული იყო ერთი პოლიტიკური წყობიდან მეორეზე გადასვლა?
- ამ და კიდევ ბევრ სხვა საკითხს შეეხნენ შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა, პროექტის  - Lost in transition (ტრანზიციაში დაკარგული) ფარგლებში.


Lost in transition საერთაშორისო პროექტია და მას  "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" ახორციელებს საქართევლოში. 

Lost in transition-ის მიზანია შექმნას ახალი და ალტერნატიული რესურსები სკოლისათვის, 1989-1991 წლებში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასასრულის და დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესის  ანუ ტრანზიციის პერიოდის შესახებ. 

ტრანზიცია, რომელიც  ერთი მოსაზრებიდან მეორეს სასარგებლოდ შეცვლას,  ხოლო პოლიტიკურ გარემოში  - ერთი სახელმწიფო წყობიდან მეორისკენ გადასვლას ნიშნავს,  საქართველოში მტკივნეულად და დანაკარგებით წარიმართა, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა, ან ნაკლებად მომხდარა იმ პერიოდის გააზრება, ფაქტებისა და მოვლენებისთვის სახელის დარქმევა. ქართული საზოგადოება დღემდე დაკარგულია  ამ პროცესში. 

პროექტის ავტორები და მონაწილეები ცდილობენ გააქტიურონ და შექმნან სააზროვნო სივრცე, რომელიც წარსულის კვლევით მომავალს უკეთეს პერსპექტივებს გამოუჩენს.

პროექტის ფარგლებში სოვლაბმა მოამზადა მოკლე ვიდეო-კლიპები ეპოქის 6 თვითმხილველის და მონაწილის ზეპირ ისტორიაზე დაყრდნობით.

სწორედ ერთ-ერთი თვითმხილველი, ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, სტუმრობდა" სივრცე Z-ს" , სადაც ეს შეხვედრა  გაიმართა.

გურამ წიბახაშვილმა  საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და წარმოადგინა საკუთარი, სადღეისოდ მნიშვნელოვანი და უნიკალური, ფოტოები, რომლებიც აღადგენს 1989-1991 პერიოდს და შთამბეჭდავად აჩვენებს მაშინდელ მოვლენებს. 

გურამ წიბახაშვილმა აღადგინა სურათი როგორ მიმდინარეობდა ცვლილებები, როგორ იღებდა მას მაშინდელი საზოგადოება, რას ტოვებდა და სად ინაცვლებდა. 

"პროექტის პირველადი მიზანია იმ  ყველაზე ცუდად ნასწავლი და ყველაზე ბუნდოვნად მოწოდებული  ისტორიის შესახებ სინათლის მოფენა  და ამის გაკეთება იმ დროის თანამედროვეთა და თვითმხილველთა ენით და მეშვეობით. რა იყო მათთვის საინტერესო,  რით იყო მნიშვნელოვანი ეს ეპოქა, რას აკეთებდნენ მაშინ,  როგორ მოხდა თვალსა და ხელს შუა ერთი სისტემური წყობიდან მეორე  სისტემაზე გადასვლა, საზოგადოებაში რა ცვლილებებს იწვევდა ეს.  ეს არის ისტორიები წნეხზე, შემდეგ წნეხიდან გათავისუფლებაზე და ასევე "უმართავ თავისუფლებაზე", - აღნიშნა პროექტის რეგიონალურიკოორდინატორმა ანა შალიკიანმა. 

შესაბამისად პროექტის მთავარი სამიზნეები არიან  პედაგოგები და მოსწავლეები. პედაგოგები არიან  1989-19991 წლების შესახებ ინფორმაციის მთავარი გადამცემები. 
პროექტი ხორციელდება სამ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა და ბელარუსი.
Print