ახალი ამბები
ხარაგაულში აბონენტებს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება
FaceBook
ხარაგაულში მოსახლეობის დიდ ნაწილს, დიდთოვლობის გამო  მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"22 დეკემბერს მოსულმა ძლიერმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზიანა მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ავარიულად გამოირთო გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქვესადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებული იყო მომსახურების პერსონალი და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ავარიების სრულად აღმოფხვრა გუშინვე ვერ მოხერხდა.

ამჟამად ხარაგაულის მომსახურების ცენტრში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს მ/ძ ქვესაგურებს „საქასრიას“, „მარელისს“, ასევე 5 ფიდერს. მათ შორის დაზიანებულია უშუალოდ დაბა ხარაგაულის მკვებავი ერთ-ერთი 10 კილოვოლტიანი ხაზი. კერძოდ, მოტეხილია ერთ-ერთი საყრდენი და ტექნიკურ სამსახური ცდილობს ადგილზე მისვლას ახალი საყრდენის დასამონტაჟებლად.

დაზიანებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დილიდან ინტენსიურად გაგრძელდა და სავარაუდოთ, დღეს, დღის მეორე ნახევარში აბონენტების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა მოხერხდება.
დიდთოვლობის გამო ბევრ დასახლებულ პუნქტში პერსონალს გადაადგილება და მასალების გადატანა უწევს ფეხით, რაც ასევე ართულებს აღდენითი სამუშაოების ოპერატიულად წარმართვას. გარდა უშუალოდ მომსახურები ცენტრის პესონალისა, სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსული ტექნიკური ბრიგადები", - განმარტავს "ეპ ჯორჯია მიწოდების" პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეონა გეგუჩაძე.


Print