ახალი ამბები
პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებები პირველი მარტიდან განხორციელდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ასევე, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას. საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის თამაშის აკრძალვას.

29 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ. კაზინოებში ვერ ითამაშებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან და საჯარო მოხელეები. პრემიერის თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამის აკრძალვა. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. პრემიერის განმარტებით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

მავე თემაზე:


პარლამენტში მესამე მოსმენით გადაწყდება შევა თუ არა აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოში, შესაძლოა, ონლაინ კაზინოები აიკრძალოს
Print