ახალი ამბები
ათი დაშავებული, ერთი გარდაცვლილი - ვერტყვიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულებულია
FaceBook
ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში, მაგისტარლის მშენებლობაზე, სადაც რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რკინის კონსტრუქციაში მოყოლილი ადამიანების გამოყვანა დასრულებულია.
საგანგებო სამსახურის ჯგუფებმა  ნანგრევებიდან 10 ადამიანი გამოიყვანა. 

"შემთხვევის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, აქედან, 7 საქართველოს, ხოლო სამი ჩინეთის მოქალაქეა.  დროებითი რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა",
- განმარტავს  შემთხვევის ადგილზე მისული იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. 

დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

შემთხვევის  ადგილზე რჩებიან  სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. 




დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის არმატურის საამქრო ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მიზეზი რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვერტყვიჭალაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ხარაგაულში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შსს-მ ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

ხარაგაულში არმატურის საამქრო ჩამოიშალა - არის მსხვერპლი

Print