ახალი ამბები
შსს-მ ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვერტყვიჭალაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის არმატურის საამქრო ჩამოინგრა.

რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა.

ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სამი დაშავებული საქართველოს მოქალაქეა, სამი კი ჩინეთის.

"გარდაცვლილია ადგილობრივი, ყველა გამოყვანილია შენობიდან, დაშავებულები გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ღონისძიება'',- ამბობს "ქუთაისიპოტთან" სატელეფონო საუბარში კობა ლურსმანაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა  რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის მიზეზი.


Print