ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საახალწლო კარნავალი 28 დეკემბერს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საახალწლო კარნავალს 28 დეკემბერს გამართავს. 


რეგისტრაცია საახალწლო კარნავალში მონაწილეობის მისაღებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუდენტური თვითმმართველობის ოფისში (#1130 აუდიტორია) შეუძლიათ.

როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი ამბობს, წინა წელთან შედარებით, წელს არ იქნება ალა ფურშეტი. ამის მიზეზად კი წინა წელს შექმნილ პრობლემას ასახელებს, როცა რამდენიმე სტუდენტი ცუდად გახდა.

"სასმელი იქნება, ოღონდ შეზღუდული რაოდენობით და ისიც ფასიანი. რაც შეეხება Dress კოდს, იქნება საახალწლო, წითელ და თეთრ ფერში გადაწყვეტილი. კარნავალი გათვლილია 600, მაქსიმუმ 900 სტუდენტზე " - აცხადებს, გიორგი ოკრიბელაშვილი.

სტუდენტური საახალწლო კარნავალი რესტორან "Grand palace-ში" არის დაგეგმილი. სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებს სხვადასხვა თამაშებსა და სიურპრიზებს ჰპირდება. კარნავალზე ჯგუფი "მუზეუმი" სოლო კონცერტს გამართავს, საღამოს კი დიჯეი დაასრულებს.

სულ საახალწლო კარნავალის ორგანიზება 12 000 ლარი დაჯდება.


Grand palace

Print