ახალი ამბები
1-დან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება
FaceBook
1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდება.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

"საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი 1-ლი იანვრიდან დაწყებული. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორმა შეუძლია თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად, უქმე დღეებად გამოაცხადოს 1-დან 10 იანვრამდე პერიოდი"
, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
Print
თეგები: #უქმე დღეები