ახალი ამბები
შექმნის თუ არა თოვლი ქუთაისის გზებზე პრობლემებს
FaceBook
ქუთაისში, ინტენსიური თოვის გაგრძელების შემთხვევაში გზებზე პრობლემა არ შეიქმება.
ამის შესახებ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ.  სწორედ აღნიშნული ორგანიზაციაა პასუხისგებელი დიდთოვლობის დროს გზების გაწმენდაზე. 

აიპ " სპეციალურ სერვისებში" ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში  ტექნიკაც მზადყოფნაში ჰყავთ და მუშახელიც. ასევე,  განმარტავენ, რომ საკმარისად აქვთ ტექნიკური მარილიც. 

"ტექნიკური მარილის მარაგი გვაქვს. ყველანაირად მზად ვართ. თუმცა, ჯერჯერობით არ გავსულვართ, რადგან ამის საჭიოროება არ ყოფილა", - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისების"  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მჟავანაძე. 

აღსანიშნავია,  რომ ქუთაისში დიდთოვლობის დროს გზებზე პრობლემები მუდმივად იქმნებოდა.

სინოპტიკოსები ნალექს თოვლის სახით მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდებიან.


Print