ახალი ამბები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0958 ლარი გახდა
FaceBook
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0958 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0914 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4964 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
Print