ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტში სტრიტ-არტისთვის რამდენიმე ათეული ათასია გამოყოფილი
FaceBook
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქალაქი სტრიტ არტის იგივე ქუჩის მხატვრობის დასაფინანსებლად 70 000 -ის დახარჯვას გეგმავს.

აღნიშნული აქტივობა ხელოვნების ამ ჟანრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ, რომ  , თავის მხრივ,  სტრიტ-არტის ჟანრში შექმნილი საინტერესო, თემატური კომპოზიციები ქალაქის სხვადასხვა უბანში განსხვავებულ გარემოს შექმნის და სიახლეს შეიტანს ქალაქის იერსახეში.

დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა კომისიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებიდან.

სტრიტ არტის მხარდასაჭერად ფინანსები ქალაქის ბიუჯეტში აქამდე გათვალისწინებული არ ყოფილა.

თუმცა ქალაქში ბიზნეს სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ თავად მხატვრების პირადი ინიციატივით არაერთი საინტერესო სტენსილია განთავსებული.


ლომონოსოვის ქუჩა. მხატვარი ლია უკლება

რუსთაველის გამზირი

მთავარი ფოტო: ლია უკლებას პანდემიური სტრიტ-არტი

Print