ახალი ამბები
მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა - დაღუპულია ორი ადამიანი
FaceBook
ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ხუთი ახალგაზრდა  იმყოფებოდა, სამმა მათგანმა გამოსვლა მოახერხა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.


Print