ახალი ამბები
დღეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
FaceBook
დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან კი, ძლიერი ნალექი უმეტესად თოვლის სახით.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 22-23 დეკემბერს იქროლებს ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა დაფიქსირდება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.




Print