ახალი ამბები
31 დეკემბრს, ქუთაისის გალა-კონცერტში მონაწილეთა სია ცნობილია
FaceBook
31 დეკემბერის საღამოს საახალწლო სცენას ქუთაისელი შემსრულებელები დაიკავებენ. 

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ქუთაისური  ჯგუფები მიიღებენ: ჩვენი კვარტეტი, დუეტი ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე, მომღერლები მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე. 

31 დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI.

დღესაც, 20 დეკემბერს  მთავარი ნაძვის ხის განათება კონცერტით აღინიშნება. მასში მონაწილეობას  მიიღებენ: მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე.

მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს.

ამ ღონისძიებების გარდა,  კიდევ ათი საახალწლო აქტივობაა დაგეგმილი.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.





Print