ახალი ამბები
ჭიათურაში ძალადობაში ბრალდებული თანამდებობის პირი მუშაობას ისევ აგრძელებს
FaceBook
ჭიათურის მერიის ააიპ დასუფთავებისა  და კეთილმოწყობის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელსაც თანამშრომელი ძალადობაში ადანაშაულებდა, დაკავებულ პოსტს ამ დრომდე იკავებს.
სერვისცენტრში ამბობენ, რომ სპარტაკ კობახიძე  დაკავებულ თანამდებობაზე  მანამ დარჩება,  ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება. 

"საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჯერჯერობით აგრძელებს მისი მოვალეობის შესრულებას, სანამ არ დამტკიცდება ბრალეულობა",
- ამბობს ააიპ დასუფთავებისა  და კეთილმოწყობის სერვისცენტრის დირექტორი ლაშას ტაბატაძე. 

ასევე, სამსახურში რჩება აღნიშნული სერვიცენტრის თანამშრომელი მედეა მოდებაძეც, რომელიც ამბობს, რომ ააიპ დასუფთავებისა  და კეთილმოწყობის სერვისცენტრის დირექტორის მოადგილემ სპარტაკ კობახიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

მისი თქმით,  კობახიძემ მას ხელი კაბინეტში მას შემდეგ  ჰკრა, რაც მერიაში მივიდა, რათა გაეგო ემუქრებოდა თუ არა იანვრიდან სამსახურიდან გათავისუფლება.

"წამოვიდა პირდაპირ, შეგნებულად, სადაც ვიჯექი და მითხრა, აქ რატომ ზიხარ შენ, მე არ ვიცი შენი სამუშაოო, ძალიან უხეშად. დამავლო ხელი და გადიო. მე ვუთხარი, არაფერს ვაშავებ, რა გინდათ ჩემთან-მეთქი'',- ამბობს მედეა მოდებაძე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 12 დეკემბერს დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

შსს-მ ჭიათურაში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


Print