ახალი ამბები
დაგეგმილი კონცერტის გამო ცენტრალური მოედანი გადაიკეტა - რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი
FaceBook
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებიან.

დილიდან გადაკეტილია ცენტრალურ მოედანი, სადაც სცენას აწყობენ. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს უნდა აინთოს. ღონისძიება 19:00 საათზეა დაგეგმილი. გაიმართება კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე.

სამზადისის გამო შეცვლილი სვლაგეზით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 20 დეკემბერს 1 (წრიული) ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათიანის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, "ბალახვანში" ცენტრიდან მობრუნდება ტაბიძის ქუჩაზე და იმოძრავებს წითელი ხიდის მიმართულებით.

N⁰ 3 ავტობუსი , წითელი ხიდის და ცენტრალური მოედნის ნაცვლად, გაჩერდება კინო "საქართველოსთან" და სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირით.

N20 და N 4 ავტობუსები ვერ დაუკავშირდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და თამარ მეფის ქუჩას. იმოძრავებენ წითელი ხიდიდან თაბუკაშვილის და ავტომშენებლის ქუჩების მიმართულებით.

N⁰5 სვლაგეზის 3 ავტობუსიდან ორი ავტობუსი ივლის თაბუკაშვილი-წითელი ხიდის მიმართულებით, ხოლო ერთი იმოძრავებს ჯაჭვის ხიდი- შავგულიძის ქუჩის მიმართულებით.

არ იცვლება N⁰19 და N 1 ავტობუსების სვლაგეზები.

მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა დაგეგმილი. ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.



Print