ახალი ამბები
ქუთაისში დაგეგმილი კონცერტისთვის სცენას აწყობენ
FaceBook
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება. ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის უკვე ემზადებიან.

გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი. საქალაქო ტრანსპორტი დღეს შეცვლილი სვლაგეზით იმოძრავებს.

მერიამ უკვე გამოაქვეყნა კონცერტში მონაწილეთა სია. 20 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე იმღერებენ.

კონცერტი 19 საათზე დაიწყება.

მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა დაგეგმილი.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.
Print
თეგები: #ნაძვის ხე