ახალი ამბები
ქუთაისში მინდვრის ჰოკეის მოედანი მოეწყობა
FaceBook
ქუთაისის მერია მინდვრის ჰოკეის მოედნის მოწყობას გეგმავს.

შესაბამისი პროექტის შესადგენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის ავტორს მერია 8000 ლარს გადაუხდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოედანზე უნდა მოეწყოს ტრიბუნები, საშხაპე, გასახდელები და სხვა მსგავსი ტიპის ელემენტები, რომელიც აუცილებელია მისი გამართული მუშაობისთვის.

პროექტის შედგენაზე წინადადებების მიღება 31 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვარს დასრულდება.


Print