ახალი ამბები
პრემიერის თქმით, ქუთაისში შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნება
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ანგარიშის წარდგენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სერვისების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაგეგმილია ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიქმნება ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

"ბატონ ვახტანგს (შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური) აქვს გეგმები, რომ განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, გაუმჯობესდება საპოლიციო სერვისები, მოსახლეობისთვის გაიზრდება ელექტრონულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და მოხდება ერთიანი მომსახურების ცენტრის მოწყობა ბათუმში ქუთაისსა და თელავში. ასევე მოხდება ავტოპარკის განახლება", - განაცხადა პრემიერმა.

სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი აღარ იქნებიან სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული, რადგან მასშტაბური დასაქმების პროცესში იქნებიან ჩართული.
Print