ახალი ამბები
ძლიერი თოვის გამო, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გზებზე მოძრაობა აიკრძალა
FaceBook

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმის გზებზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება აკრძალულია ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე. 


მოძრაობა თავისუფალია აღნიშნული საავტომობილო გზის მხოლოდ წყალტუბოს გადასახვევი-მელეს მონაკვეთზე.
Print