ახალი ამბები
ქუთაისის მერია 20 ცალ დროშას ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია 20 ცალ სახელმწიფო დროშას ყიდულობს.
ამ მიზნით  მერიის ააიპ "ქუთგანათების სერვისმა "   27 140  ლარის ღირებულების ტენდერი  (NAT210024454) გამოაცხადა. 

"ქუთაისი ქარიანი ქალაქია  და შესაძლოა ამის გამო დაზიანდეს დროშა, ამიტომაც ვყიდულობთ წინასაწარ",
-  განმარტავენ "ქუთგანათების სერვისში".

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს დროშა 7x10.5მ ზომის  უნდა იყოს. 

საქართველოს ეროვნული დროშა ქუთაისის მერიამ ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან ნიკეას ქუჩაზე  და ამავე დროს ერთ-ერთ ყველაზე ქარიან ადგილზე,  2020 წელს აღმართა. დროშა ქარმა ხან დააზიანა, ხანაც წაიღო.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტი ცდილობდა. დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი დაუჯდა.

Print