ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 20 დეკემბერს აინთება
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების თარიღი დაასახელა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძვის ხე 20 დეკემბერს განათდება. მერიამ უკვე გამოაქვეყნა კონცერტში მონაწილეთა სიაც.  20 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე იმღერებენ. კონცერტი 19 საათზე დაიწყება.

მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა დაგეგმილი. ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.

Print