ახალი ამბები
"ვიცით, მაგრამ ჯერ არ ვამბობთ" - ქუთაისის მერია გალა-კონცერტის მონაწილეებზე
FaceBook
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე უკვე ააწყვეს, მაგრამ მერია არ ამბობს, როდის აპირებს მის ანთებას.

ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერჯერობით არც გალა-კონცერტის მონაწილეთა ვინაობას ასახელებს. "ქუთაისიპოსტი" ინფორმაციის მიღებას ჯერ კიდევ გასული კვირიდან ცდილობდა, თუმცა, მერიის პრესსამსახურში ჯერ აცხადებდნენ, რომ სია თბილისის მერიასთან უნდა შეეთანხმებინათ, მოგვიანებით კი თქვეს, რომ 31 დეკემბრის საღამოს გეგმა დაზუსტებულია, მაგრამ ინფორმაცია მაინც არ მოგვაწოდეს.

"ვიცით ვინ იმღერებს და ნაძვის ხეც როდის აინთება , მაგრამ ჯერ არ ვამბობთ. ანონსი მალე დაიდება",
- განაცხადა ქუთაისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თეონა გიორგაძემ. 

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიებაა დაგეგმილი. ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.
Print