ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 29 დეკემბერს შეწყდება
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები ერთი თვე გაგრძელდება.
ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის  29 დეკემბერს შეწყდება და 31 იანვარს განახლდება.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე მზარეულებისათვის, სავალდებულოა.

Print