ახალი ამბები
"16-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში არ ვიყენებთ ჯერჯერობით "ბუსტერს"
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ. ბუსტერ დოზა დაშვებული არ არის.
მისი თქმით,  თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ამ თემაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.

„ჩვენ 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში არ ვიყენებთ ჯერჯერობით "ბუსტერს".  სამომავლოდ, თუ იქნება მეტი მეცნიერული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში „ბუსტერი" მნიშვნელოვანია, ამას ჩვენი იმუნიზაციის საბჭო გაითვალისწინებს და რეკომენდაციას გასცემს“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში მოქმედი პროტოკოლის თანახმად, ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდანაა დაშვებული. მისი მიღება მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.

12 დეკემბრის მონაცემებით,  ბუსტერ დოზა  31 256 ადამიანს აქვს გაკეთებული.
Print