ახალი ამბები
მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ქუთაისში აქცია გამართეს
FaceBook
მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის არ აკრძალვის მოთხოვნით ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

ორგანიზატორების განმარტებით, აქცია არის გამაფრთხილებელი და ქალაქში უკვე მეორედ იმართება.

"მოთხოვნა ერთია, არ მიიღოს პარლამენტმა ის კანონი, რომელიც მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტს კრძალავს," - ამბობს აქციის ორგანიზატორი, ლექსო თექთუმანაშვილი.

მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლებმა პალამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც მსვლელობა მოეწყო.
Print