ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობა 18 დეკემბრიდან მოეწყობა
FaceBook
საახალწლოდ, ქუთაისის მერია მოვაჭრეებს საახალწლოდ გარევაჭრობის უფლებას მისცემს.
საახალწლო ბაზრობა ფალიაშვილის ქუჩაზე, გვირაბის ზემოთ არსებული ტერიტორიაზე და ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ მოეწყობა.

მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო გარევაჭრობა ნებადართული,  18 დეკემბრიდან  2022 წლის 15 იანვრამდე იქნება. 

"იმ შემთხვევაში თუ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია იჯარით აქვთ აღებული ბაზრის ადმინისტრაციებს შეთანხმება ხდება მათთან გარევაჭრობის საკითხზე. მოქალაქეები მიმართავენ მათ და არა მერიას", - განმარტავენ ქუთაისის მერიის პრესსამხარურში. 

ე.წ. მწვანე  ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საახალწლო ბაზრობა 18 დეკემბრიდან მოეწყობა. 

"ფალიაშვილის ქუჩაზე, გვირაბის მიმდებარე ტერიტორია ისედაც იჯარით გვაქვს აღებული და შეგვიძლია იქ დავსვათ გარემოვაჭრეები", - ამბობს ე.წ. " მწვანე ბაზრის" დირექტორი ოლეგ არღვნიანი. 

ადგილობრივი თვითმმართველობა, საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვას ყოველწლიურად გასცემს.

Print