ახალი ამბები
აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილების საკითხს განიხილავენ დღეს განიხილავენ
FaceBook
დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დეპუტატები აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილების საკითხს განიხილავენ.

ცვლილების თანახმად,საჯარო მოხელეებს, სოციალურად დაუცველ პირებს და 25 წლამდე მოქალაქეებს ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ.

დაგეგმილია ასევე სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერებისა და ვებგვერდებზე მათი განთავსების აკრძალვაც. აზარტულ თამაშებზე შეზღუდვები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ.

საკითხი კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ პლენარულ სესიაზე გავა.

ამავე თემაზე:

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს


ვის უზღუდავს მთავრობა ონლაინ თამაშებს?
Print