ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო თემურ თათარაშვილის ტურნეს ხარჯებს მალავს
FaceBook
კულტურის სამინისტრო არ ამხელს რა დაუჯდა მომღერალ თემურ თათარაშვილის ტურნე, რომლის ფარგლებშიც შემსრულებელი ქუთაისშიც იმყოფებოდა.

"ქუთაისიპოსტს"  სამინისტროსთვის მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. სამინისტროს, პრესსამსახურის წარმომადგენლის საშუალებით, როგორც სატელეფონო საუბარში, ასევე, წერილობით, რამდენჯერმე შევახსენეთ, რომ ველოდებოდით საჯარო ინფორმაციაზე პასუხს, რომლის მომზადების ვადები უკვე დარღვეული იყო.



ჩვენი მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი კი ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. სამინისტროში დარეკვა ცხელი ხაზის საშუალებითაც ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ ჩვენს შეკითხვებზე პასუხი მომზადებული არ იყო.

თემურ თათარაშვილი, ტურნეს ფარგლებში, ქუთაისში 16 ნოემბერს იმყოფებოდა. მუსიკალური საღამო ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. კონცერტის ნახვა უფასოდ იყო შესაძლებელი.

კორონავირუსის პანდემიისა და ყოველდღიურად ათობით ადამიანის გარდაცვალების ფონზე, კონცერტის გამართვა გააპროტესტეს ადგილობრივებმა.
Print