ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ნოემბერის თვეში 163 რეისი შესრულდა
FaceBook
მიმდინარე წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65 %-ით აღდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ნოემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34 217 მგზავრს მოემსახურა.

ასევე, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 163 რეისს.

ფრენები კოვიდპანდემიის გამო 2020 წლის მარტში გაჩერდა, რომელიც ექვსთვიანი გაჩერების შემდეგ აღდგა. ამდროისთვის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს.

Print