ახალი ამბები
შოკოლადის ჟელე, ჩიტის რძე - ქუთაისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს ნობათებს დაურიგებს
FaceBook
ქუთაისის მერია 2015 წლის წარმატებული სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისა და გუნდებისთვის საახალწლო ნობათებზე 7 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.


ადგილობრივი თვითმმართველობა სპორტის წარმომადგენლებს საახალწლოდ ყოველწლიურად მასპინძლობს. აღნიშნულზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინანდების მიღება უკვე ორი დღეა მიმდინარეობს და კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ დროის მონაცემებით, წარმატებული სპორტსმენებისთვის საახალწლო ნობათების შესყიდვით არავინ დაინტერსებეულა.

შავი შოკოლადის ფილა, რძიანი შოკოლადის ფილა, შოკოლადის ჟელე, ჩიტის რძე, გრილიაჟი, შოკოლადის ნაკრები, თეთრი მშრალი ღვინო, მოწნული კალათი - ასეთია 130 ცალი საახალწლო ნობარების შემადგენლობა.




Print