ახალი ამბები
ქუთაისის მერია მანქანების რეცხვაში 15 000 ლარზე მეტს ხარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია  მათ სარგებლეობაში არსებული ავტომობილების რეცხვაში 15 210 ლარს იხდის.
ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ  სახელმწიფო შესყიდვა  (NAT210023650) გამოაცხადა. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია საკრებულოსა და მერიის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული 14 ერთეული ავტომობილი (7 ჯიპი, 7 სედანი) კვირის ნებისმიერ დღეს, დილის 8:00 საათიდან 22:00 საათამდე
დაასუფთაოს. 

ასევე, გამარჯვებულ კომპანიას, უნდა შეეძლოს ერთდროულად სამი ავტომობილის გარეცხვის ტექნიკური შესაძლებლობა, ასევე აუცილებელია დასუფთავება განხორციელდეს მაღალი სარეცხი საშუალებებით.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის  ავტოპარკის შესანახად ყოველწლიურად ასი ათასობით ლარს ხარჯავს.





Print