ახალი ამბები
ევროკავშირის მხარდაჭერით ქუთაისის მერია კულტურის სტრატეგიას შეიმუშავებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო.

ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.

გრანტი 30 000€-ს შეადგენს. 

ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი ოფიციალურად გაიხსნება 14 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ ბაგრატი 1003“ -ში.

ღონისძიებაზე გაიმართება დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების და შესაძლებლობების პრეზენტაცია, ჩატარდება სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის ამსახველი სემინარი, ხოლო პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებენ კულტურის განვითარების სტარტეგიის ფორმირების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ქუთაისმა აღნიშნული გრანტი ზუგდიდსა და ფოთთან ერთად კონკურსის გზით მიიღო. 

EU4Culture  2021 - 2024 წლებში ხორციელდება.

იგი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში.

პროექტის მთავარი მიზანია, კულტურის განვითარებით, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ხელშეწყობა. ასევე, ზრუნვა იმაზე, რომ კულტურა იქცეს არა მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის საშუალებად, არამედ, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების წყაროდ.

პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების ქალაქები კულტურის სტრატეტგიას შეიმუშავებენ.

Print