ახალი ამბები
ომიკრონის ნეიტრალიზება მესამე აცრითაა შესაძლებელი - "ფაიზერი"
FaceBook
"ფაიზერ-ბიონტექის" კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, მათი ვაქცინის რიგით მესამე, გამაძლიერებელი დოზით აცრიდან ერთ თვეში ჩნდება.

ამერიკული და გერმანული კომპანიების ერთობლივ ვაქცინაზე ჩატარებული კვლევის შედეგები ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ეფუძნება.

სისხლის ნიმუშებში, რომლებიც ე.წ. ბუსტერის გაკეთებიდან ერთ თვეში აიღეს, ომიკრონის ვარიანტი ისევე ეფექტურად განეიტრალდა, როგორც ეს ვირუსის პირველ ვარიანტთან მიმართებაში, მათი ორდოზიანი აცრით მოხდა. ეს პირველი სერიოზული სიგნალია, რომელიც მიანიშნებს, რომ მესამე, გამაძლიერებელი დოზით აცრა კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტთან ბრძოლაში, ორგანიზმის თავდაცვის გასაძლიერებლად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

"ომიკრონის წინააღმდეგ "ფაიზერის" ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალი მონაცემები დამაიმედებელია" - განაცხადა  ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. "ყველამ უნდა გაიკეთოს ბუსტერი, ვისაც ის ეკუთვნის და ჯერ არ აცრილა" - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".


მთავარი მოკლედ:

1) ომიკრონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები მესამე აცრიდან ერთ თვეში ჩნდება

2) ე.წ. ბუსტერი ყველაზე კარგი გამოსავალია ომიკრონის წინააღმდეგ

3) ახალ ვარიანტს მორგებული ვაქცინით აცრა 2022 წლის მარტში იქნება შესაძლებელი

4) ვაქცინა მწვავე დაავადებისგან ჯერჯერობით საუკეთესო თავდაცვად რჩება

5) საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა


წყარო: ამერიკის ხმა
Print