ახალი ამბები
"ქვეყანაში შეიქმნა მტრული გარემო ჟურნალისტების მიმართ“ - ომბუდსმენი
FaceBook
Სახალხო დამცველმა 2021 წლის განმავლობაში აღრიცხა მედიის წარმომადგენლებზე ათობით თავდასხმის შემთხვევა და აქ არ იგულისხმება მხოლოდ 5 ივლისი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, შემაშფოთებელი იყო საფრთხის შემცველი და მტრული გარემო რაც ჟურნალისტების მიმართ შეიქმნა ქვეყანაში.

აღნიშნულის შესახებ ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც 2021 წელს საქართევლოში ადამიანების უფლებების მდგომარეობა შეაფასა.

Ნინო ლომჯარიას თქმით, ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება.

"5 ივლისის მოვლენა ცხადჰყოფს რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და მოქალაეების მიმართ ძალადობა რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. უფრო მეტიც მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წაახალისა".

5 ივლისის მოვლენების შემდეგ 45 ჟურნალისტსა და ოპერატოს აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, თუმცა პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლის სამართლებლივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არა აქვს დაწყებული", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. 

Print