ახალი ამბები
„პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს 69 პირი“ - ნინო ლომჯარია
FaceBook
საქართველოს Სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ,  ბრიფინგზე, სადაც საქართველოში 2021 წელს ადამიანების უფლებების მდგომარეობა შეაჯამა, არჩევნებსა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

Მისი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა.

"პოლიტიკური შეხედულებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს 69 პირი. ასევე 59 ოპოზიციონერ კანდიდატზე მოხდა ზეწოლა და მათი დაშინება კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. Რამდენიმე კანდიდატის გარდა,  მათმა უმეტესობამ აღნიშნული ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა
", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა მედიის წარმომადგენლების მიმართ წეზოლაზე და თქვა, რომ 2021 წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, შემაშფოთებელი და საფრთხის შემცველია ის მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ შეიქმნა ქვეყანაში.



Print