ახალი ამბები
ავტომობილის გამონაბოლქვზე კონტროლის გამკაცრება გადავადდა
FaceBook
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ნორმა, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა.
ამ ნორმის მიხედვით, გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, უნდა გამხდარიყო 0.5% და 0.3%.

ცვლილება ტექინსპექტირების შესახებ დადგენილებაში შევიდა.

ახალი დადგენილების მიხედვით:

2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.6% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%

2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%.

2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%

2025 წლის 1 იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0.5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.


ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილის ვარაუდით, მთავრობამ გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმიტომ მიიღო, რომ ახალი რეგულაციის პირობებში ავტომობილების დიდი ნაწილი ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიდა.

"რეალურად, გამონაბოლქვის ნორმის გამკაცრება საკმაოდ ბევრ ავტომობილს დაახარვეზებდა, ვერ გაივლიდნენ ტექინსპექტირებას. არსებული მონაცემებით, ავტომობოლების 50% ვერ გაივლიდა ტექინსპექტირებას და ალბათ შეღავათი გაუწიეს მძღოლებს, რომ დამატებით მოემზადონ“.


Print